ინტელის ტრენინგების პორტფოლიო

               ტრენინგების პორტფოლიო    
 ======================================  

 ტრენინგის რეფლექსია
26  სექტემბერი
     დღეს ინტელის ტრენინგების პირველი დღეა. გავეცანით ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევებს.მგონი ცოტა დავიბენი! სიახლე ცოტა მაბნევს მაგრამ ინტერესიც დიდია.


27    სექტემბერი
        ტრენინგის მეორე დღეა. მოსაფიქრებელი მაქვს  პროექტის იდეა და მისთვის  ზოგადი , თემატური და შინაარსობრივი  კითხვარები. დღესაც დაბნეული ვარ მაგრამ მომავალ შაბათ-კვირამდე ალბათ მობილიზებას გაუკეთებ თავს.

3 ოქტომბერი
      ვისაუბრეთ  ბლუმის ტაქსონომიის  გამოყენებაზე ,ყურადღება გავამახვილეთ  ზედა საფეხურზე.
    ვისაუბრეთ სავტორო უფლებების დაცვაზე. გავეცანით როგორ შევქმნათ ბროშურა პროექტისათვის. დღევანდელი დღით უფრო კმაყოფილი ვარ .


4  ოქტომბერი

ტრენინგის მე-4 დღეა. გავეცანით  ინტერნეტ-კავშირებს, განვიხილეთ გუგლის დოკუმენტები.

10 ოქტომბერი
დღეს ვისაუბრეთ ბლოგში ახალი გვერდის შექმნაზე, გაჯეტებზე. სასწავლო პროცედურებზე და ბლოგში გამოქვეყნებაზე.

No comments:

Post a Comment