Monday, October 19, 2015

სასწავლო პროექტის გეგმა

                                                                                                                           

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ქეთევან გორდეზიანი
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
ჭრებალოს საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ოღრო-ჩოღრო
თემის შინაარსი
მოსწავლეები მოიძიებენ სხვადასხვა კუთხეში აჟღერებულ საფერხულო სიმღერებს. შეისწავლიან მათ თავისებურებებს, შეადარებენ სხვადასხვა დიალექტის ერთი და იმავე ჟანრის ხალხურ სიმღერებს.
საგანი
მუსიკა
დონე/კლასი  
საბაზო საფეხური VIII
განხორციელების დროის ჩარჩო
ორი კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
VIII. 4
მონაწილეობს პროექტის მიზნის განსაზღვრასა და დაგეგმაში.
VIII. 7
ადარებს ერთი და იმავე ჟანრის სხვადასხვა ნაწარმოებებს და საუბრობს მათ დამახასიათებელ ნიშნებზე.
ადარებს სხვადასხვა დიალექტის  ერთი და იმავე ჟანრის ხალხურ სიმღერებს.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები მონაწილეობენ პროექტის მიზნის განსაზღვრასა და დაგეგმაში.
მოსწავლეები ადარებენ ერთი დაიმავე ჟანრის სხვადასხვა ნაწარმოებებს და საუბრობენ მათ დამახასიათებელ ნიშნებზე.
მოსწავლეები ადარებენ სხვადასხვა დიალექტის ერთი და იმავე ჟანრის ხალხურ სიმღერებს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
საქართველოს რომელ კუთხეებს ვიცნობთ?

თემატური კითხვები
რას ნიშნავს ფოლკლორი?
გავიხსენოთ საქართველოს კუთხეებში აჟღერებული ხალხური სიმღერები.?

შინაარსობრივი კითხვები
დავასახელოთ ამ სიმღერებს შორის, რომელია საფერხულო სიმღერები.?
გავიხსენოთ რას ნიშნავს ფერხული.?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ




გონებრივი იერიში
ვიცი მინდა ვიცოდე
მიზანი მოსწავლეთა  წინარე ცოდნის დადგენა
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების წინასწარი შეფასება.
ჯგუფური მუშაობა.
ზეპირი პრეზენტაციები
სლაიდ შოუების ჩვენება.
მოსწავლეს ეხმრება სწავლის პროცესის გაანალიზებაში, თვითმონიტორინგში, თანამშრომლობით სწავლებაში

პროექტის შეფასების რუბრიკა, თვითშეფასება, მასწავლებლის რეფლექსია
მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტის შესაბამისობით.
თვითშეფასება.






შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
აღწერეთ შეფასების ფორმები, რომელსაც კლასში მოსწავლეებთან  მუშაობისას  იყენებთ  საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და პროცესების შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. მოცემული შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს), ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩამონათვალებს, გამოკითხვებსა და რუბრიკებს. ამასთანავე, აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტების აღწერას, პრეზენტაციებს, წერილობით დოკუმენტებს, ან ეტაპობრივ შეფასებებს, რომელთაც განახორციელებთ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცედურების გრაფაში განმარტეთ, ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ გამოყენება შედეგები და სად ხორციელდება.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეები ფლობენ ცოდნას ხალხური მუსიკის შესახებ. მოსწავლეებს შეუძლიათ ვორდში მუშაობა, ასევე მასალების მოძიება და პრეზენტაციის გაკეთება.
სასწავლო პროცედურები
კლასს დავყოფ ,,იმღერე სიმღერას’’ პრინციპით. ბავშვები დაწერენ ფურცლებზე  ნაცნობი სიმღერის ტექსტს, რომელიც ირითმება, მოსწავლეები ბრმად ამოიღებენ სტრიქონებს და მოიძიებენ პარტნიორებს, რომელთა ტექსტის ნაწყვეტები მათი სტრიქონების დაბოლოებას ან დასაწყის წარმოადგენს.   ერთ ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ინფორმაცია რაჭულ საფერხულო სიმღერებზე, კერძოდ ,,ტაში ბიჭო გიორგუნა’’ ჩაატარონ კვლევა, დაადგინონ, რომელ ჟანრს მიეკუთვნება და რომელი წეს-ჩვეულების დროს სრულდება.
მეორე ჯგუფს დავავალებ სვანური საფერხულო სიმღერის ,,შინა ვორგილი’’-ს მოძიებას და კვლევას. დაადგინონ ჟანრი და გაარკვიონ რომელი წეს-ჩვეულების დროს სრულდებოდა.
მესამე ჯგუფს დავავალებ ქართლ-კახური საფერხულო სიმღერის ,,ცანგალა და გოგონას’’ შესწავლა მოძიებას.
შემდეგ სამივე ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას, მათ მიერ მოძიებული მასალით. უნდა გამოიკვეთოს მათი მსგავსება, განსხვავება და ჟანრი. პრეზენტაციის დროს უნდა გამოიყენონ მათ მიერ მოძიებული ტექსტები, სურათები და ვიდეო-აუდიო მასალა. ბოლოს მოვაწყობთ ,,გაკვეთილ-კონცერტს’’ შეასრულებენ ამ საფერხულო სიმღერებს სამ ხმაში.
        პროექტის ბოლოს ვაკეთებ რეფლექსია, რა იყო დადებითი, როგორ დაინტერესდნენ მოსწავლეები პროექტის თემით და როგორ შეიძინეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
ბავშვი, რომელიც არ საუბრობს არც მასწავლებელთან და არც მოსწავლეებთან, მივცემ წერილობით დავალებას სადაც გამოამჟღავნებს მის მიერ ათვისებულ მასალას. დავავალებ კომპიუტერით მოიძიოს ის მასალა სურათებით რაც გაკვეთილისთვის არის საჭირო.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

მოსწავლეს დავაინტერესებ ვიდეო-ფილმებით, სურათებით. გავაცნობ ქართულ კულტურას, ტრადიციებს, დავავალებ დაიხმაროს გუგლის თარჯიმანი, იმეგობროს ბავშვებთან და შეეცადის ენის დაუფლებას.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მოსწავლე, რომელიც გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, დავავალებ მოიძიოს მეტი ინფორმაცია მივცემ მეტ დავალებებს, დასაქმდება ლიდერობით, შემდეგ დაეხმაროს და გაუზიარის ცოდნა თანატოლებს .
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
მაია ოთიაშვილი  VIII კლასი.
ივ. ჯავახიშვილი ,,ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები’’
გ სვანიძე ,,ქარღული ხალხური სიმღერები და მათთან დაკავშირებული თქმულებანი’’
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



No comments:

Post a Comment