პროექტის სახელწოდება: „არაქართული საკრავები ქალაქურ ფოლკლორში“
პროექტის მთავარი იდეა: ბავშვებმა ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ აღმოსავლეთიდან შემოსული ჩასაბერი და სხვა საკრავები, რომლებიც დამკვიდრდა ქალაქურ ფოლკლორში და ქართულ ტრადიციებს შეესისხორცა.
პროექტის აქტუალობა: ბავშვების უმეტესმა ნაწილმა არ იცის, რომ ქალაქურ ფოლკლორში აჟღერებული საკრავების ნაწილი, არის სხვა ქვეყნებიდან შემოსული და ჩვენში დამკვიდრებული.
პროექტის მიზანი: ბავშვებმა შეიძინინ ცოდნა, იმ არაქართული საკრავების წარმოშობის შესახებ ,რომლებიც ქალაქურ ფოლკლორში დამკვიდრდა.
მოსწავლეთა ასაკი: VIII კლასი.
ვადები/ხანგრძლიობა: 1 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლის ცოდნის ამაღლება, სხვა ქვეყნის კულტურის გაცნობა, რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ეს საკრავები, როგორ დამკვიდრდა ჩვენში. შეიქმნება ბლოგი, დამზადდება ბუკლეტები და მოხდება პროექტის პრეზენტაცია.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, კომპიუტერი, ინტერნტი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ვეცნობით ქალაქის საქორწილო ტრადიციებს, სადაც, ჟღერს არაქართული საკრავები, როგორიცაა: ზურნა, დუდუკი და ა.შ. ბავშვებმა გაარკვიონ,რომელი ქვეყნიდან არის შემოტანილი ჩვენში. გაეცნონ ამ ქვეყნების კულტურას, მდებარეობას და ისტორიას.
კლასი იყოფა სამ ჯგუფად. I–ჯგუფს დაევალება, იმ ქვეყნების კულტურის გაცნობა, საიდანაც ეს საკრავია შემოსული. II–ჯგუფს დაევალება გაარკვინ ამ ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა. III–ჯგუფს დაევალოს ამ ქვეყნების ისტორიის გაცნობა. პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოხდება პროექტის პრეზენტაცია.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება, ისტორია, გეოგრაფია.
მოსწავლე თანამშრომლობს სხვებთან 8/6
მოსწავლეს ესმის და წარმოაჩენს, რომ მუსიკა იდეათა გამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალებაა 8/9.
პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან გორდეზიანი
No comments:
Post a Comment